19 ნოემბერი 2024,   02:11
ვრცლად
ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმის სამართლებრივ განვითარებას-იან კელი "რუსთავი2"-ის საქმეზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. იან კელის განცხადებით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

საქმეზე საუბრისას კელიმ დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.  

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმის სამართლებრივ განვითარებას, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გვინდა საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, რადგან თქვენი ქვეყანა არის დემოკრატიული განვითარების მაგალითი რეგიონში. ჩვენ გვინდა რომ არსებობდეს კონტროლისა და ბალანსის ძირეული ელემენტები, რაც ყველა დემოკრატიას სჭირდება. ამისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი მედია პლურალიზმია, იმის საშუალება, რომ ყველას ხმა იყოს გაჟღერებული,“-განაცხადა იან კელიმ.  

დღის ამბები