19 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
არავისთვის არ უნდა იყოს მომგებიანი ამ საკითხის პოლიტიზირება ან ანგაჟირება-სერგეენკო "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება. დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში საქმის პოლიტიზირება და ანგაჟირება ხდება.

მინისტრის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული ყველა პროცესი მალე და სამართლიანად მოგვარდება.

„მედიასაშუალებებთან მიმართებაში, საზოგადოებისთვის ინტერესის მქონე საკითხებზე, არავისთვის არ უნდა იყოს მომგებიანი ამ საკითხის პოლიტიზირება ან რაიმე დოზით ანგაჟირება, ის რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში.

"მე მჯერა, რომ ყველა პროცესი, რომელიც მიმართულია რუსთავი 2-სკენ მალე მოგვარდება გამჭვირვალედ, სამართლიანად და კანონის ფარგლებში,“-განაცხადა დავით სერგეენკომ. 

დღის ამბები