ევროპული საქართველო ახალციხელებს რუსთავი 2–ის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. დღეს პარტიის წევრებმა, ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში, ფლაერები დაარიგეს.
მათი თქმით, თავისუფალი სიტყვის დაცვა, თითოეული მოქალაქის ვალია. რუსთავი 2–ის მხარდასაჭერი აქცია კონცერტი 11 მარტს, თბილისში რუსთაველის გამზირზე გაიმართება.
მას სამცხე–ჯავახეთიდან ევროპული საქართველოს წევრები დაესწრებიან.