19 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
მმართველი უმრავლესობა არ ვფიქრობთ "რუსთავი 2"-ის დამარცხებაზე, ჩვენ ვფიქრობთ საქართველოს გამარჯვებაზე - ზაზა გაბუნია

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - მწვანეების თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გაბუნია პრემიერმინისტრის განცხადებას იზიარებს რუსთავი 2-თან დაკავშირებით. მისი თქმით, ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი საერთაშორისო მეგობრებისთვის, რის ერთ-ერთ დამადასტურებელ მაგალითად პრემიერის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით ასახელებს.

„ჩვენ ვართ ძალიან გახსნილები, გამჭვირვალე, მათ შორის მედიის თვალსაზრისით და ჩვენ გვესმის მედიის თავისუფლების მნიშვნელობა,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კურიერის ეთერში ზაზა გაბუნიამ ბოლო დროს სასამართლოს დისკრედიტაციის მიზნით გაკეთებულ განცხადებებს დემოკრატიის დისკრედიტაციის წინაპირობად ასახელებს. ზაზა გაბუნიამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშზეც ისაუბრა.

„ეს იყო აღწერილობითი შინაარსის დოკუმენტი და არა შეფასებითი ხასიათის,“ - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება განმარტა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე რუსთავი 2-საქართველოს წინააღმდეგ, საქართველო გაიმარჯვებს. 

„ჩვენ, მმართველი უმრავლესობა არ ვფიქრობთ რუსთავი 2-ის დამარცხებაზე, ჩვენ ვფიქრობთ საქართველოს გამარჯვებაზე. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია იკითხებოდა ირაკლი კობახიძის განცხადებაშიც,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

დღის ამბები