19 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
დღეს "რუსთავი 2" -ის გვერდით ვდგავართ - საფრანგეთის ელჩი საქართველოში

რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს საფრანგეთის ელჩი საქართველოში. პასკალ მონიე მედიის თავისულებასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. ელჩის თქმით, საერთაშორისო გაერთიანება ახლა რუსთავი 2-ის გვერდით დგას. 

“გამოხატვის და მედიის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია. ისევე როგორც, 2007 წელს იმედი მსგავსი პრობლემის წინაშე იყო, საერთაშორისო გაერთიანება მის გვერდით ვიყავით, დღეს კი ანალოგიურად რუსთავი 2 -ის გვერდით ვდგავართ. რადგან მიგვაჩნია, რომ პლურალიზმი დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერმინისტრიც აცხადებს, რომ საქართველო პატივს სცემს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრს ვალდებულებებს და ვფიქრობ, მთავრობამაც იცის მედია თავისუფლების და პლურალიზმის მნიშვნელობა.

"ასე, რომ მესიჯი ნათელია, ჩვენ არ გვსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ გვინდა გადავცეთ გზავნილი, რომ დღეს საქართველო მიჩნეულია, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებული მაგალითი და სამწუხარო იქნება, რომ საქართველოს იმიჯი შესაძლოა დაზარალდეს მედია პლურალიზმის შემცირებით,“ - განაცხადა პასკალ მონიემ.

დღის ამბები