19 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსასამართლოში ვიზიტს "რუსთავი 2"-ის საქმეს არ უკავშირებს

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრი არ უკავშირებს რუსთავი 2-ის საქმის განხილვას. მიხეილ ჯანელიძის თქმით, მან სასამართლოს მაღალჩინოსნებს, 15 წუთიანი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მოგვიანებით კი შეხვედრები ევრო საბჭოში გამართა.

"ჩემი ვიზიტი სტრასბურგში არ ემსახურებოდა კონკრეტული მიმდინარე საქმის განხილვას. მე მე ვნახე, რომ გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა ჩემს ვიზიტს, მაგრამ ის პირები, რომლებიც საუბრობდნენ ამ ვიზიტთან დაკავშირებით, თითქოს ეს ემსახურებოდა კონკრეტულად რუსთავი 2-ის საქმის განხილვას, კარგად მოეხსენება, რომ ყველა ის პირი, რომელსაც მე შევხვდი ევროპის საბჭოში, არ არის უფლებამოსილი განიხილოს კონკრეტული საქმე. მე მივაწოდე ინფორმაცია მედია გარემოსთან და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,“ - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

დღის ამბები