საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა კახი კალაძის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც შეიძლება ევროპარლამენტარებს რუსთავი 2-ის საქმეზე არასწორი ინფორმაცია ჰქონდეთ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთქმით, საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგში გააგზავნის მასალას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დაიცავს.
„დავაზე რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ, საქართველო აუცილებლად შეეცდება დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერსები და ყველა ის განცხადება, დოკუმენტი და მასალა გააგზავნოს ევროსასამართლოში, რომ ევრომოსამართლეებმა ნახონ რეალურად სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. ეს განცხადება იქნება ჩვენი ქვეყნის დაცვა, დაცვა ევროპულ ასპარეზზე და იმის კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ საქართველო ყოველთვის იმარჯვებს,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.