19 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
„ეტყობა ბატონ პრემიერმინისტრს სრული ამნეზია აქვს" - ირმა ნადირაშვილი კვირიკაშვილის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილს აფასებს

„მაკვირვებს ის განცხადებები, რომელიც ერთი მეორეს მიყოლებით კეთდება ამ დღეებში, პირველი განცხადება იყო იუსტიციის მინისტრის, რომლის გამოსვლის ქვეტექსტი იყო, რომ ადამიანები ევროპის საწინაღმდეგოდ განეწყო და  განეწყო ევროპის სასამართლოს საწინააღმდეგოდ, ვხედავთ, რომ ეს ტენდენცია მუდმივად გრძელდება და ამ მიმართულებით მიდის ხელისუფლება,“- ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ირმა ნადირაშვილი გიორგი კვირიკაშვილის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილს აფასებს და აღნიშნავს, რომ მასში ბევრი ტყუილი წერია.

„ეტყობა ბატონ პრემიერმინისტრს სრული ამნეზია აქვს, საზოგადოებას კარგად ახსოვს მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ სარედაქციო პოლიტიკა ამ სამაუწყებლო კომპანიის უნდა შეიცვალოს. დიახ, მთავარი პრობლემა, რის გამოც რუსთავი 2-ს ებრძვიან, არის რომ უნდათ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა,“- აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა ახალ გეგმაზე მუშაობდეს, როგორ გააჩეროს რუსთავი 2.

„მთავრობამ სახე დაკარგა, როდესაც ასე შეაფასა რუსთავი 2 საქართველოს წინაღმდეგ, რუსთავი 2 არის საქართველო, რუსთავი 2 იბრძვის, რომ საქართველომ გაიმარჯვოს,“- აღნიშნა ნადირაშვილმა.  

დღის ამბები