ხვალ 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება. საპროტესტო აქცია სამაუწყებლო კომპანიის ინიციატივით იმართება, თუმცა მას ყველა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან.
„სტრასბურგის გადაწყვტილებამ საშუალება მოგვცა ამოგვესუნთქა გარკვეულწილად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ ომი მოგებულია, ჯერ ყველაფერი წინ არის. აუციელებელია ამ აქციაზე მოსვლა, რათა იდევ ერთხელ ძალიან ხმამაღლა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ეხება,“- განაცხადა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა.
რუსთავი 2-ის ხელძღვანელობა ხვალინდელი აქციის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და კიდევ ერთხელ გააცნო სამაუწყებლო კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევები.
„პირველ რიგში, იმიტომ უნდა შევიკრიბოთ, რომ ჯერ არც არაფერი დამთავრებულა და არც არაფრის გარანტია არ შექმნილა,“- განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი თარგამაძემ.
იურისტი, დავით ჯანდიერი მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თქმით, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.