19 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე ევროპარლამენტარების შენიშნვას ვიცეპრემიერი არ იღებს, მმართველი გუნდი შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს

რუსთავი 2-ზე ზეწოლისა და სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესახებ ვიცეპრემიერი ევროპარლამენტარების შენიშვნას არ იღებს. კახა კალაძე ევროპელი დეპუტატების შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილი კრიტიკულ წერილი, რომელსაც ხელს ევროპარლამენტის ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის წევრი აწერს, ვითარების მცდარ ანალიზს ემყარება.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ევროპელი დეპუტატების შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ ვერც ქართველი კოლეგები მმართველი პარტიიდან.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ განცხადებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კრიტიკული პოზიციების საპასუხოდ ბოლო რამდენიმე დღეა აკეთებს, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას კონსტრუქციული მიდგომისა და დასავლელი პარტნიორების გზავნილების ადეკვატური შეფასებისკენ მოუწოდებენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი თვლის, რომ მედიის თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემების გარდა, საქართველოს ხელისუფლებას, არც სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების აღიარება სურს.

 

 

დღის ამბები