ევროპარლამენტარების მიმართ საქართველოს პრემიერის მიერ გაგზავნილ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში უსამართლოა, პოლიტიკოსები ეხმაურება.
„პრემიერმინისტრის ინფორმაცია, რომელიც მან გააგზავნა ევროპარლამენტში, რბილად რომ ვთქვათ, არის სიცრუე, ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
პრემიერის წერილს ევროპულ საქართველოშიც გამოეხმაურნენ.
„გვყავს ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ასეთი დარტყმის შემდეგ, ევროსასამართლოს უპრეცენდენტო გადაწყვეტილების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ახლა მაინც ფოკუსირდეს იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანას თვითონ შეუქმნეს ნაწილობრივ, არიან დაკავებულები ივანიშვილის საქართველოსთვის დამაზიანებელი კაპრიზების შესრულებით, რომ ახლა უნდა უპასუხოს კვირიკაშვილმა სამარცხვინო ფორმით და კიდევ უფრო დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ „დავაზე რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ, საქართველო გაიმარჯვებს.“