19 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
ვხედავთ, რომ ხელისუფლებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილებაც კი არ გახდა გაკვეთილის მომტანი - ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, მოქალაქეების როლზე საუბრობს დემოკრატიის დაცვის პროცესში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილებაც კი არ გახდა გაკვეთილის მომტანი. ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნის შიგნით მათ დააზარალეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოც,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მან აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს განცხადების შემდეგ ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ქონებრივ დავაზე საუბარს და ამას ემატება მუქარა, რომელიც არჩილ თალაკვაძემ გაახმოვანა. 

მისი თქმით, ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყევტილების გაცნობის შემდეგ დასკვნებს არასწორად აკეთებს და ზიანს აყენებს საერთაშორისო პერსპექტივას.

 

დღის ამბები