19 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
ხელისუფლება აპირებს შეტევის გაგრძელებას სიტყვის თავისუფლებაზე, რუსთავი2-ზე - ნიკა რურუა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის ნიშნავს, რომ თავისუფალი სამყარო ღიად იცავს უნივერსალურ ღირებულებას,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა რურუამ, რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქცია უნდა დაიწყოს.

ნიკა რურუამ მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს ხელისუფლება აპირებს შეტევის გაგრძელებას სიტყვის თავისუფლებაზე, რუსთავი2-ზე. როგორც ჩანს, მათ აქვთ გეგმა, ივანიშვილის დავალებით, მოგუდოს რუსთავი2 ფინანსური თუ სხვა ბერკეტების გამოყენებით,“ - განაცხადა ნიკა რურუამ. 

დღის ამბები