თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე, რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებს. აქცია-კონცერტის დაწყებამდე შალვა შავგულიძე აღნიშნავს, რომ "მთავრი ბრძოლა წინ არის".
„ბიძინა ივანიშვილს თავისი არაფორმალური მმართველობის განსახორციელებლად აუცილებლად ესაჭიროება სრული კონტროლი მედიასივრცეზე,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მან სტრასბურგის მიერ აღმკვეთი ღონისძიების შეჩერების გამო აღნიშნა, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება და ძირითადი ბრძოლა წინ არის.
ის ასევე ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორად გავრცელებისთვის აკრიტიკებს.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმართლე არის რუსთავი2-ის მხარეს. მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს და სწორედ რუსთავი2-ის გამარჯვება ამ საქმეში იქნება დღეს საქართველოს გამარჯვება,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.