„რუსთავი2 დღეს არის სიტყვის თავისუფლების გარანტი,“ - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება.
„თუ არ დავეკითხებით დღეს სტრასბურგს, მერე დავეკითხებით მოსკოვს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
ნოდარ ხარშილაძის თქმით, ხელისუფლება მრავალ ღონისძიებას მიმართავს, რათა რუსთავი2 შეზღუდოს.
„მთავრობა რომ გამოდის და ამბობს, ეს არის საქმე რუსთავი2 საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის პოლიტიკური არაკორექტულობის და არასწორი ქცევის უკიდურესი ფორმა,“ - აღნიშნა ხარშილაძემ.