საიას იურისტი, სულხან სალაძე, რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე მისვლის მიზეზად თავისუფალი სიტყვის დაცვას ასახელებს.
„თითოეული ადამიანისთვის, ვინც აქ მოდის, ფიქრობს იგივეს, მათთვის მნიშვნელოვანია კრიტიკული აზრი, მათთვის მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაცია, მათვის მნიშვნელოვანია განსხვავებული აზრის მოსმენა და მათთვის მნიშვნელოვანია ისეთ თემებზე ინფორმაციის მიღება, რომელზეც, დიდი ალბათობით, სხვა მედია ან გვიან საუბრობდეს ან საერთოდ არ საუბრობდეს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსთავი2-ის საქმე სცდება ორ კერძო პირს შორის დავას.