„საფრთხის ქვეშ რჩება სიტყვის თავისუფლება და რუსთავი2,“ - ეს განცხადება დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი უნდა დაიწყოს.
გიორგი მშვენიერაძემ რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ საფრთხე მაინც არსებობს.