ახალი მემარჯვენეების ლიდერი, მამუკა კაციტაძე, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ჩემთვის, პირადად, რუსთავი2 დღეს უფრო კარგია, ვიდრე 10 წლის წინ იყო იმიტომ, რომ დღეს ის არის განსხვავებული აზრის და არასახელისუფლებო აზრის მადემონსტრირებელი,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ ის სასამართლოს თავისუფლებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უზენაესი სასამართლოს სისუსტე გამოჩნდა.
„მე მაქვს იმედი, რომ ხისტი გადაწყვეტილებები და აქაოდა, ყველა შტოს ვაკონტროლებო და ¾ მაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ყველაფრის უფლება მაქვსო, ამ მენტალობას თუ ცოტახნით გვერდზე გაწევენ და დაადგებიან ისეთ მენტალობას, რომელიც აღარ ჩააყენებთ იმ უხერხულ, სამარცხვინო მდგომარეობაში, რომელშიც ჩადგნენ 3 მარტის საღამოს,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.