„ვხედავთ, რომ იმ თავისუფალი სივრცეების დაპყრობის პროცესი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ეკუთვნის, გრძელდება, ერთ-ერთი ასეთი სივრცეა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია რუსთავი2. უმრავლესობის წევრი ვიყავი, როდესაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის, რუსთავი2-ის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო,“ - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ, რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი უნდა დაიწყოს.
ნინო გოგუაძემ სიტყვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვდგავარ აქ, რადგან დავიცვა ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება,“ - განაცხადა გოგუაძემ.
ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების წევრების განცხადებებს, რომ ეს არის დავა რუსთავი2 საქართველოს წინააღმდეგ, სამარცხვინო და "ანტიდასავლური კამპანია" უწოდა. მისი განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ მისგან კრიტიკული აზრი და მედია გააჩუმოს.