მიშა მშვილდაძემ რუსთაველზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოების ერთად დგომის შედეგია დღევანდელი ზეიმი.
„რა უნდა გააკეთოს, როცა მას ებრძვის ძლიერი მოწინააღმდეგე, აწყობილი მანქანა, როცა მოწინააღმდეგეს აქვს ძალიან ბევრი ფული და შეუძლია, იყიდოს ყველა და ყველაფერი, რაც მოუნდება,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
მან აღნიშნა, რომ ყოველთვის აინტერესებს ხელისუფლებას, რამდენი გულშემატკივარი ჰყავს რუსთავი2-ს. მან თამთა მურადაშვილის წვლილზეც ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი საჩივრის შემთხვევაში და მადლობა გადაუხადა ნიკა გვარამიას.
„ჩვენ უკვე გვაქვს პირველი გამარჯვების პრეცედენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, საბოლოო გამარჯვებამდე,“ - აცხადებს მიშა მშვილდაძე.