19 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
კვირიკაშვილმა აბსოლუტურად დეტალურად აღწერა ის ხედვა, რაც გააჩნია მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით - მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერმინისტრის მიერ ევროპარლამენტარებთან გაგზავნილ წერილს მათი ინტერესის დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.

„პრემიერმინისტრმა, წერილის ადრესატმა, უპასუხა მომართვას, მეგობრების ინტერესს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით და მან აბსოლუტურად დეტალურად აღწერა ის ხედვა, რაც გააჩნია საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტარებს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მედიის საქმიანობაში არ ერევა.

დღის ამბები