თბილისის მერი, დავით ნარმანია, ევროპარლამენტარებისთვის პრემიერმინისტრის მიერ გაგზავნილ წერილს "არსებული გარემოს ობიექტურ აღწერად" ახასიათებს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, ობიექტურ შეფასებას იმ მედიაგარემოსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, ასევე იმ დემოკრატიული პროცესების, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს,“ - განაცხადა დავით ნარმანია.
პრემიერმინისტრი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში უსამართლოა.