საქართველოში მედიაპლურალიზმის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა გაერო-ს წარმომადგენელმა საქართველოში.
ნილ სკოტის განცხადებით, გაერო-ს წარმომადგენლობა ინტერესით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.
„რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს არსებული პრობლემები. ჩვენ არ ვაკეთებთ განცხადებებს ინდივიდუალურ საქმეებზე, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ინტერესით ვაკვირდებით პროცესებს, რადგან ჩვენ გვჭირდება პლურალიზმი და მედიაში სხვადასხვა აზრის გამოხატვა ისე, როგორც ეს ნებისმიერ დემოკრატიაში ხდება,“ - განაცხადა ნილს სკოტიმ.