რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა სასამართლო სისტემიდან რუსთავი2-ის მოსამართლეების წასვლა მოითხოვა. ეს განცხადება ნიკა გვარამიამ სიტყვის თავისუფლების და რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ სამაუწყებლო კომპანიის და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად შეკრებილ მოქალაქეებს არხის სახეებმა მიმართეს. აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
სცენაზე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ ცნობილი მომღერლები, რუსთავი2-ის სხვადასხვა პროექტის გამარჯვებულები და ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა".