19 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
მთავარი ბრძოლა წინ არის და ამ ბრძოლასაც მოვიგებთ - რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე რუსთავი2-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა. შეკრებილებს რუსთავი2-ის ცნობილმა სახეებმა მიმართეს. მთავარი გზავნილები, რა თქმა უნდა, მედიაპლურალიზმს და სიტყვის თავისუფლების დაცვას ეხებოდა.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, რუსთავი2-ის საქმის განმხილველი ქართველი მოსამართლეები სასამართლო სისტემას უნდა ჩამოშორდნენ.

აქცია-კონცერტზე მაყურებლის წინაშე ცნობილი მომღერლები და სხვადასხვა პროექტის მონაწილეები და გამარჯვებულები წარდგნენ.

რუსთავი2-ის თანამშრომლები მხარდამჭერებს მადლობას უხდიან.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვინდა, მადლობა ვუთხრათ ჩვენს მხარდამჭერებს იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გადაიტანეს. მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლასაც მოვიგებთ,“ - განაცხადა რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა. 

სამაუწყებლო კომპანიის იურისტების თქმით, სიტყვის თავისუფლებისა და რუსთავი2-ის დასაცავად ბრძოლა გრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები