საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიას მოთხოვნას, რომ რუსთავი2-ის საქმის განმხილველი ქართველი მოსამართლეები სასამართლო სისტემას ჩამოშორდნენ, გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც ქართული ოცნების ხელისუფლების გარდა რუსთავი2-ის საქმეზე ქართველი მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი არავინ დარჩა.
„სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემას ამ მოსამართლეების წასვლა ვერ მოაგვარებს, სასამართლოს სჭირდება ცუნამი და არა ტალღა,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ და ასევე დაამატა, რომ სტრასბურგის სასამართლო რუსთავი2-ის საქმეზე ევროპული კონვენცის ნორმების დარღვევას დადგენს, რის შემდეგაც ქართველმა მოსამართლეებმა, თუკი შერჩენილი აქვთ პროფესიული ღირსება, თავად უნდა დატოვონ სასამართლო.
მისი განცხადებით, ხელისუფლება რუსთავი2-ის საქმეში არის მხარე.