„ხელისუფლება არასათანადოდ, არასერიოზულად ეკიდება იმ განწყობას, რაც არის ევროპულ სტრუქტურებში,“ - ეს განცხადება ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ნინო დანელიამ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი2-ის საქმეზე გააკეთა.
მედიაექსპერტის თქმით, ხელისუფლება არაადეკვატურად იქცევა.
„თუკი დავუშვებთ იმას, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე და შეეცდება აღასრულოს უზენაესი სასამართლოს სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, დაადასტურებს იმას, რომ არის სიტყვის და გამოხატვის თვისუფლების მტერი. მას ბოლომდე მართული სასამართლო ჰყავს და შეეცდება ამ სასამართლოს დაცვას, ის წავა ქვეყნის და საკუთარი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.
მედიამკვლევარი დღეს რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე იმყოფებოდა.
ნინო დანელიამ ნიკა გვარამიას მოთხოვნაზე, რომ რუსთავი2-ის საქმის განმხილველი ქართველი მოსამართლეები სასამართლო სისტემას ჩამოშორდნენ, შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნას დაუჭერდა მხარს.