ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, ნიკა გვარამიას მოთხოვნას, განერიდონ სასამართლოს რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეები, სრულად იზიარებს.
კურიერის ეთერში ნიკა მელია აღნიშნავს, რომ კიდევ არიან მოსამართლეები, რომელთა სახელებიც ნიკა გვარამიას არ ჩამოუთვლია, თუმცა ისინიც უნდა განერიდონ სასამართლო სისტემას, მაგალითად კი ჩინჩალაძე-მურუსიძეს კანდიდატურები მოჰყავს.
„გვყავს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში 9, რომლებმაც შავზე თეთრი თქვეს და რომლებიც მზად არიან, ხვალ თეთრზე თქვან შავი, იმიტომ, რომ უკან დასახევი არ აქვთ,“ - აცხადებს ნიკა მელია.
პარლამენტის წევრი პრემიერმინისტრს „ივანიშვილის პირად ბანკირს“ უწოდებს და ევროპარლამენტარებთან მიწერილი წერილის გამო აკრიტიკებს.