19 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსამართლეები არ გადადგებიან - ნინო გოგუაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აკრიტიკებს

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე, ხელისუფლების მხრიდან რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის შეწყვეტას არ გამორიცხავს.

„თუ ხელისუფლება მართლაც არ აპირებს რუსეთისკენ სვლას და არ დააპირებს სრულიად გაუგონარ გადაწყვეტილებას და მე იმედი მაქვს, რომ ამას არ დააპირებს, რომ არ დაემორჩილოს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მაშინ რუსთავი2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა ამ ეტაპზე მაინც არის გარანტირებული,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კურიერის ეთერში ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები „ნორმალურ ქვეყანაში“ გადადგებოდნენ.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსამართლეები არ გადადგებიან, რადგან ამ მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს სწორედ ხელისუფლების დაკვეთით, რადგან ყველა სასამართლო პროცესი იყო პოლიტიზირებული პროცესი, მოსამართლეებმა შიშის და ანგარების მიხედვით მიიღეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

დღის ამბები