რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლოა, ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანიაზე კონტროლის ასაღებად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. მიმართვის საფუძველი კი საკუთრების საკოსნსტიტუციო უფლების შეზღუდვა გახდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტაგმოცემა On.ge ავრცელებს. ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია, სწორედ ამ მიმართულებით დავის გაგძელებას არ გამორიცხავს.
„იურისტები ვფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ შემთხვევაში ისე, რომ საკურების უფლებაც დაცული იყოს და გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყოს. გვაქვს ამაზე ფიქრის უფლება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მოხდება რამე ან ხვალ,“ - განაცხადა პაატა სალიამ.