19 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის არაკონსტიტუციურობაზე სასამართლოსთვის მიმართვა მხოლოდ 3 სუბიექტს შეუძლია - რუსთვი2-ის საქმე

„არსებობს ერთად-ერთი შესაძლებლობა, რომ თავად კონვენციის 34-ე მუხლი, რომელიც გამოიყენა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული,“ - განმარტავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძე, რუსთავი2-ის საქმეზე გასაჩივრების შესაძლო გზებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები ტელეკომპანიის სადავეების მოპოვების მორიგ გზებს განიხილავენ.

თუმცა, გიორგი გოცირიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივრით თავად ქიბარ ხალვაში ვერ მიმართავს.

„საერთაშორისო ხელშეკრულებების ან მათი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს მხოლოდ 3 სუბიექტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის წევრთა 1/5. თუმცა, რამდენად დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს, ეს სხვა საკითხია, რადგან 34-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა ზოგადად ევროპული კონვენციის მიზნებს ეწინააღმდეგება,“ - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები