19 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
ფიქრია ჩიხრაძის ხელისუფლებას ურჩევს, რუსთვი2-ის საქმეზე განცხადებებისგან თავი შეიკავოს

„ის პოზიცია, რომელიც იყო გამოთქმული ერთგვარი რევიზირება სტრასბურგის გადაწყვეტილების, მე ვფიქრობ, რომ უზომოდ დამაზიანებელია ქართული სახელმწიფო ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისათვის,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ, მმართველი გუნდის მხრიდან რუსთავი2-ის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

ის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ურჩევს, რუსთავი2-ის საქმეზე განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეს არსებითად არ განიხილავს, რათა საქართველოს იმიჯი მთავრობის უპასუხისმგებლო გამონათქვამებით არ დაზიანდეს.

„ვურჩევთ ყველას, აღმასრულებელი ხელისუფლების თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომ ამგვარი განცხადებების გაკეთება ძალიან დამაზიანებელია ისედაც უკვე კითხვისნიშნებ დასმულ პროცესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ის აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ეჭვის ქვეშ არცერთ ხელისუფლებას არ დაუყენებია და დღევანდელი ხელისუფლების რეაქციაც ადეკვატური უნდა იყოს. 

ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ რუსთავი2-ის საქმეზე ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უნდა მიმართოს, რადგან ეს რუსული პრაქტიკის გამეორება იქნება, რაც საქართველოს ევროპულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ყველას, როდესაც ამ ტიპის კომენტარებს ვაკეთებთ," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები