პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მინისტრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს „ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელს" უწოდებს.
ეს განცხადება რომან გოცირიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში ალექსანდრე ჯეჯელავას და დღეს უკვე გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას გააკეთა, სადაც კონკრეტულად ეკონომიკის მინისტრმა რუსთავი2-თან მიმართებაში საკუთრების უფლების უპირატესობაზე საუბრობა.
„ეს ლახავს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს. მათი განცხადებები, ფაქტობრივად, აჩვენებს საერთაშორისო საზოგადოებას ისევე, როგორც საერთაშორისო ინვესტორებს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო სისტემა და ისინი ყველაზე მაღალი ინსტანციის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც კი აყენებს ეჭვქვეშ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.