19 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
გიორგი გახარიას განცხადება - განსხვავებული შეფასებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

ეკონომიკის მინისტრის დღევანდელ განცხადებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკუთრების უფლების დაცვას ანიჭებს პრიორიტეტს. პირად მოსაზრებას, როგორც ამ განცხადებას დღეს ეკონომიკის მინისტრმა უწოდა, მხოლოდ ეკონომიკური ინტერესით ხსნის.

ამ განცხადებიდან ცოტა ხანში, გიორგი გახარიამ რუსთავი2-ის საქმეზე კიდევ ერთი, დამატებითი კომენტარი გააკეთა და სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე უფრო მკვეთრი და კონკრეტული პოზიცია დააფიქსირა.

მმართველი გუნდის ასეთ რიტორიკას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოჰყვა განცხადება, რასაც ეკონომიკის მინისტრმაც უპასუხა.

საკუთრების უფლების უპირატესობის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პასუხმა საპარლამენტო ოპოზიციის მწვავე გამოხმაურება გამოიწვია. ეკონომიკის მინისტრს თანამოაზრეები დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში გამოუჩნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეკონომიკის მინისტრი აღსრულების შეჩერების შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ და მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობისკენ მოუწოდებენ.

 

 

ავტორი: მარიამ შანშიაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები