„რუსთავი2-თან დაკავშირებული პროცესები ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობას ჰგავს," - ეს განცხადება სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
„ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი2-თან დაკავშირებით ჰგავს პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას და ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას,“ - ნათქვამია სენატორის წერილობით კომენტარში.
სენატორი ასევე დასძენს, რომ მას ღრმად სჯერა დემოკრატიის მშენებლობაში თავისუფალი მედიის მნიშვნელობის.
„როგორც წარსულშიც მითქვამს, ღრმად მწამს იმის, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ნებისმიერმა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს,“ - ამბობს ის.
ამასთან, ის საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებს, რომ "შეინარჩუნოს პლურალისტური მედიაგარემო იმისთვის, რომ საქართველოში ყველას ხმის გაგონება იყოს შესაძლებელი“.