19 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე - მმართველი გუნდი ტონს არბილებს

იუსტიციის მინისტრის მორიგი განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე. თეა წულუკიანმა და მმართველმა გუნდმა სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ტონიც და რიტორიკაც შეარბილა. დღეს ხელისუფლებისგან ნაკლებად ისმოდა მორიგი ვერსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ევროსასამართლოს გვერდის ავლა ქართული კანონმდებლობით.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რამდენიმე დღის წინ აცხადებდა რომ, ევრო სასამართლოს დადგენილების მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა აღსრულდეს. დღეს კი ამბობს, რომ მმართველი გუნდი სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

ოპოზიციასთან ერთად, ხელისუფლებას საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას სთხოვს არასამთავრობო სექტორი. იურისტები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება საფრთხის შემცველია.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასმართლოს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება 7 მარტს მიიღო.

დღის ამბები