31 მაისი 2024,   02:56
ვრცლად
"ჩიორა მახსოვს, ცხვირი არ მახსოვს, ცხვირს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ" - ზაქარია ქუცნაშვილი

„ჩემგან ვერ მიიღებთ ვერდიქტს“ - ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს, რომელიც წარსულში მომხდარ ინციდენტებს უკავშირდება. საუბარია შემთხვევებზე, რომელში მონაწილე პირებიც სათანადოდ არ დასჯილან. 

ჟურნალისტმა გაიხსენა მათ შორის კორცხელის ინციდენტი, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკთან დაკავშირებული შემთხვევა, ასევე ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირება, სადაც დეპუტატია ჩიორა თაქთაქიშვილი დაშავდა. 

“ჩიორა მახსოვს, ცხვირი არ მახსოვს, ცხვირს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანის, მაგრამ ვიმეორებ, ისიც მახსოვს ჩიორა წამოწოლილი რომ იყო ორი კვირის თავზე, ამ ფაქტიდან. თქვენ თქვით, რომ ვინც მას ცხვირი გაუტეხა 2000 ლარით დაჯარიმდა, თქვენ აქვე ახსენეთ, რომ პოლიციაზე ვინც იხულიგნა დაჯარიმდა 250 ლარით. ესეიგი ხელისუფლებამ თავის წინააღმდეგ მიმართული აქცია ბევრად ნაკლებად დასაჯა. ჩემგან ვერ მიიღებთ ვერდიქტს, ჩაბარდა ის დრო, რომ პოლიტიკოსები აკეთებდნენ ვერდიქტს,“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

დღის ამბები