რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ კვლავაც დუმს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
ნინო გვენეტაძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ კურიერის კითხვები უპასუხოდ დატოვა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე "საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების იმპლემენტაციაში" კონფერენციას ესწრებოდა.