ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარე ბორის სილევიჩი ხელისუფლებას სასამართლო გადაწყვეტილების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„მე მჯერა სასამართლოს დამოუკიდებლობის და ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა აკეთონ კომენტარები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ამ საკითხზე შესაძლოა წლების შემდეგ სასამართლო ექსპერტებმა და აკადემიკოსებმა იმსჯელონ, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩვენ სასამართლოების გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, როგორც საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს საქართველოში, ჩვენ არა ერთხელ გაგვიჟღერებია გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება და განსხვავებული შეხედულებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ საკითხზე ჩვენ საგანგებო განცხადებაც გავავრცელეთ და გავუგზავნეთ გზავნილი ხელისუფლებას, რომ იმის მიუხედავად თუ რას გადაწყვეტს სტრასბურგის სასამართლო, ხელისუფლებას აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომ უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება და განსხვავებული ხედვის გამოხატვა,“ - განაცხადა ბორის სილევიჩმა.