19 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
"სრულიად საქართველომ იცის, რომ უკანონოდ გადაეცა მილიონი ლარი კორუფციული გარიგებით მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს" - მარინა დათუკიშვილი

„სრულიად საქართველომ იცის, ნაზღაიძის თემის პერიპეტიები, სრულიად საქართველომ იცის, რომ ეს იყო ნამდვილად კორუფციული სქემა და ნამდვილად უკანონოდ გადაეცა მილიონი ლარი კორუფციული გარიგებით მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს,“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარინა დათუკიშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის ქონების გადაცემის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინა.

მარინა დათუკიშვილის თქმით, მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული ქონების შესახებ პროკურატურას ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა მათთვის უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება.  მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის მიღება უნდათ, თუმცა საკრებულოში მერიის წარმომადგენლები საკითხის განსახილველად არ მიდიან. 

დღის ამბები