19 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ნაზღაიძის სკანდალი - მილიონიანი ქონების გადაცემის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდეს

რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის ფაქტზე უახლოეს მომავალში შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასკვნა მომზადდეს. შესაბამისი დოკუმენტაცია NDI-ის, IRI-ის და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს ოპოზიციამ მიაწოდა. შეხვედრა დეპუტატების ინიციატივით შედგა, რადგან ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სქემა მასშტაბური კორუფციის ნიშნებს შეიცავს და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება აუცილებელია.

რატომ და რის საფუძველზე გადასცა მერიამ მოსამართლის ოჯახს მილიონიანი ქონება, დავით ნარმანია საუბარს აღარ გეგმავს. თბილისის მერის ნაცვლად, ოპოზიციის ბრალდებებზე დღეს განმარტება მისმა მოადგილემ გააკეთა. ლექვინაძემ ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ფაქტის კანონიერებაში დარწმუნებულები არიან საკრებულოს მმართველ გუნდშიც. ოპოზიციის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წევრებს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

მმართველი გუნდი არც იმ ბრალდებებს იღებს, რომლის შესახებაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე ასევე ოპოზიციამ ისაუბრა. დეპუტატები თბილისის მერს რეგლამენტის დარღვევასა და საკრებულოს მოვალეობების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები