19 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოში სასამართლოს ინსტიტუტი - მიხეილ სააკაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მასშტაბსა და მნიშვნელობაზე კომენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს. მისი აზრით, საქართველოში ყველასთვის გასაგებია, თუ რა ხდება ქვეყანაში პოლიტიკურ ასპექტში. ის დარწმუნებული იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ზე იერიშს მიიტანდა.

„ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოში სასამართლოს ინსტიტუტი, ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები, ბოლო არჩევნები საქართველოში იყო გაყალბებული, ჩატარდა უხეში მანიპულაციების და ყველანაირად დაუშვებელი მეთოდების პირობებში და მან მოიპარა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო უმრავლესობა. ივანიშვილი ესხმის თავს ახლა ინტენსიურად საქართველოს ეკლესიას. ამის არდანახვა, რომ ის დგას ყველაფრის უკან, არ შეიძლება. ეს კაცი ანადგურებს ავტორიტეტებს, რუსთავი 2 იყო ერთ-ერთი მთავარი ამ ავტორიტეტებს შორის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ის ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის საქმის მოსაგებად „რეიდერული, ყაჩაღური შეტევა“ განახორციელა.

„90-იან წლებში მთელი ფული ასე აქვს ნაშოვნი, ასეთი რეიდერობით სხვა ბიზნესების. სხვებს ართმევდა ბიზნესებს, ახევდა ბიზნესებს და აქ არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ჩაერთო საერთაშორისო თანამეგობრობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები