„სუს-ს თუ არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რა მესიჯები იგზავნება, რისი სუს-ია,"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერასა და რუსთავი 2-ის საქმეზე წინასწარ დაწერილ ტექსტებს, რომელიც პოსტსკრიპტუმს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
"ვერ გეტყვით, პროკურატურას მისდის თუ არა, ინტერესი აქვს და ეგზავნება, არ მაინტერესებს უჩა მამაცაშვილი და ასეთი თემები,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ელექტრონული წერილების მიხედვით, რომელიც პოსტსკრიპტუმს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ირკვევა, რომ ქართული ოცნების წევრებისთვის იგზავნება წერილები, სადაც წინასწარ არის მომზადებული ტექსტი, რაც კამერის წინ უნდა ილაპარაკონ.
საიდუმლო მიმოწერის რამდენიმე ფაილიდან ერთ-ერთი რუსთავი 2-ს ეხება. დეპუტატების გარდა შეტყობინება ეგზავნებათ პროკურატურისა და უშიშროების წარმომადგენლებს და ასევე ივანიშვილის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს.