19 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ - სოზარ სუბარი მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერაზე

მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერასა და რუსთავი 2-ის საქმეზე წინასწარ დაწერილ ტექსტებში, რომელიც პოსტსკრიპტუმის ეთერში გაჟღერდა, მთავრობის წევრები განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თქმით, ის, რომ კონკრეტულ თემებზე შეთანხმება უნდა ხდებოდეს, ნორმალურია.

„ის, რომ შეთანხმება უნდა ხდებოდეს გარკვეული საკითხების, რა კომენტარი ვინ გააკეთოს, რაღაც ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, ეს მგონი ნორმალურია ამ შემთხვევაში, ამაში რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. რუსთავი 2-თან დაკავშირებით მე რასაც ვუყურებ თქვენს ეთერს, ერთნაირი განცხადება ცოტას გაუკეთებია. ასე რომ, მსგავსი დამოკიდებულების შედეგს ვერ ვხედავ. მე ერთი შემიძლია გითხრათ, მე ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ,“- განაცხადა სოზარ სუბარმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები