19 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
პირების ჩართვა ქვეყნის მართვაში, რომლებსაც ეს ვალდებულება არ გააჩნიათ, ამ ქვეყანაში პრობლემაა - ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა დაუშვებელია.

ეკა გიგაურმა მმართველი გუნდის ის ელექტრონული მიმოწერა შეაფასა, რომელი პოსტსკრიპტუმის ეთერში გავიდა და საიდანაც ირკვევა, რომ პოლიტიკურ მითითებებს დეპუტატების გარდა, პროკურატურისა და უსაფრთხოების წარმომადგენლები და ასევე ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი იღებს.

საიდუმლო მიმოწერის ფაილებიდან ერთ-ერთი რუსთავი 2-ის საქმეს ეხება.

“არაფორმალური მმართველობა და კონკრეტული პირების ჩართვა ქვეყნის მართვაში, რომლებსაც ეს ვალდებულება არ გააჩნიათ, ოფიციალურად, ეს არის ამ ქვეყანაში პრობლემა და თუ ვინმე ამას უწყობს ხელს, რა თქმა უნდა, მისი მიზანი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტები დასუსტდეს და ჩვენ არ მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტს ჰქონდეს თავისი ფუნქცია და თავისი ფუნქცია შეასრულოს ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად,” - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები