19 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
არსებობს სხვა არასამთვრობოების ალტერნატიული მოსაზრებებიც - დავით ნარმანია ნაზღაიძის საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ხმაურიანი დასკვნის შემდეგ რუსთვი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საქმესთან დაკავშირებით თბილისის მერმა პირველი განმარტება გააკეთა.

დავით ნარმანია აცხადებს, რომ აუცილებელია ყველა დაელოდოს გამოძიების დასრულებას.

„მნიშნველოვანია ის, რომ არსებობს სხვა ალტერნატიული მოსაზრებებიც არასამთვრობო ორგანიზაციების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ, ასე ცალსახად თქმა იმისა, რომ დაირღვა კანონმდებლობა, ჩემი აზრით, რეალურ საფუძველს მოკლებულია. როგორც იცით, ერთის მხრივ, ჩვენ ძალიან სიღრმისეულად ვიცნობთ საკითხს და ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერი წესების და პროცედურების დაცვით გავაკეთეთ. მეორეს მხრივ, თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და გამოძიებაც თავისას იტყვის. გამოძიებას აქვს თავისი ვადები, წესები, პროცედურები, რაც საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ასე, რომ მისი დაჩქარების მოთხოვნა ქალაქის მერიის მხრიდან არარეალურია,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები