რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი სახალხო დამცველმა გააკეთა. უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატისთვის ამ საქმის შესწავლის მოთხოვნით არავის მიუმართავს.
სახალხო დამცველი ნაზღაიძის საქმეზე საგამოძიებო უწყებების დაინტერესების აუცილებლობაზე საუბრობს.
„მე ვფიქრობ, ალბათ, ეს ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი და ალბათ, სასურველი იქნებოდა, რომ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესებულიყვნენ ამ ფაქტით. ამ ფაქტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია ჩვენ, გარდა იმისა, რაც მედიაში გაჟღერდა, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. ჩვენთვის არ მოუმართავს არავის. თუ იქნება ამის საჭიროება, რომ სახალხო დამცველი ჩაერთოს, კი ბატონო, ჩავერთვებით,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.