19 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსი "რუსთავი 2-ის" მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს

ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსი რუსთავი 2-ის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

"ყურადღებით ვაკვირდებით სამართლებრივ საქმეს საქართველოში ტელეარხ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რომელიც ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციამ განიხილა და ახლა ელის გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან."

იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ ინსტანციაში საქმის განხილვა არ დასრულებულა, ალიანსი მიიჩნევს რომ ნებისმიერი პოლიტიკური კომენტარი ამ საკითხის შემდგომ პოლიტიზირებას გამოიწვევს.

კონსერვატორებისა რეფორმისტების ალიანსი აფასებს საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა შეინარჩუნებს მედია პლურალიზმსა და მედიის თავისუფლებას.

დღის ამბები