19 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
ძალიან სამწუხაროა თუ "რუსთავი 2"-ის მესვეურებს ადარდებთ, რომ ზეწოლა ვერ განახორციელეს ამ მოსამართლეებზე - ალექსანდრე ჯეჯელავა

რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი დიდი პალატის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერს შეკითხვები არ აქვს.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სასამართლოს და ხელისუფლების მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, თუმცა ტელეკომპანიის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას არ გამორიცხავს.

„თუ რუსთავი 2-ის მესვეურებს ადარდებთ, რომ ზეწოლა ვერ განახორციელეს ამ მოსამართლეებზე, როგორც შეძლეს და განახორციელეს ზეწოლა სხვა მოსამართლეებზე, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის კითხვის ნიშნები ამ საქმეში ნამდვილად არ არის და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს ბრალდება კიდევ ერთი იქნება იმ უსაფუძვლო ბრალდებების სიაში, რომელიც არაერთხელ მოვისმინეთ რუსთავი 2-ის ახლანდელი ხელმძღვანელებისგან,“-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

დღის ამბები