სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გუნდის მიერ, კომპანიის მფლობელისადმი საპასუხო შეთავაზებას, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეხმაურება. ანტონიო ენრიკო ბარტოლი ამბობს, რომ ჟურნალისტების მიერ ტელეკმპანიის მართვის გამოცდილება ევროპაშიც არსებობს.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პლურალისტურ მედია გარემოს. ყოველთვის ვამბობდით, რომ ბევრი სხვადასხვა ორიენტაციის მქონე ტელეარხის არსებობა ცოცხალი პოლიტიკური დიალოგის გარანტიას იძლევა. ჩვენ არ ვერევით სასამართლოს საქმეში, მაგრამ ყურადღებით ვაგრძელებთ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას.
"რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ ჟურნალისტებმა შეიძინონ ტელეარხის აქციები, მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება. ჟურნალისტებს ზოგადად შეუძლიათ შექმნან სხვა ტელეარხი, რაც არა ერთხელ მომხდარა, მათ შორის იტალიაშიც,“ - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.